პესკოვი: "სადაც ჩნდება სააკაშვილი, ყველაფერი უარესდება"
17/12/2021 16:51:16 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იქ, სადაც ჩნდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყველაფერი უარესდება.
მისი თქმით, საქართველოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქმე რთულად აქვს.
„საქართველოს ძალიან რთულად აქვს საქმე სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს სრულიად იდუმალი ელემენტია, რადგან იქ, სადაც ჩნდება სააკაშვილი, თავდაპირველად ყველაფერი ცუდი ხდება, მერე სასაცილო, შემდეგ უფრო მეტად უარესი. თუმცა, რატომ დადის საქართველო ერთსა და იმავე ნაკვალევზე, ჩვენ ვერ გაგვიგია“, - განაცხადა პესკოვმა ტელეკომპანია RTVI -ის ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე რუსეთისთვის ზურგის შექცევა დაიწყო, „შემდეგ კი სააკაშვილი წავიდა უგნურებაზე და ომი გააჩაღა“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
იხილეთ ასევე: რა განაპირობებს სააკაშვილთან მიმართებაში რუსული მედიის ისტერიას


