დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინაში იციან, რომ ლონდონი არ აპირებს ჯარების გაგზავნას"

19-12-2021 12:11:01 ევროპა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინაში ბრიტანეთმა თავისი ჯარისკაცები გაგზავნოს.

ბენ უოლესის თქმით, უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, შესაბამისად ნაკლებსავარაუდოა, რომ ბრიტანეთმა ან სხვა ვინმემ უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები გაგზავნოს და რუსეთი გამოიწვიოს.

მისი თქმით, უკრაინაში იციან, რომ ლონდონი არ აპირებს ჯარების გაგზავნას. ამასთან, უოლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინელი ხალხის გვერდით დგანან და ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

უკრაინელი და დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურების ინფორმაციით, კრემლი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება. ინფორმაციის ფონია რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზება. ამასთან, კრემლი ნატო–სგან გარანტიებს მოითხოვს აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები