
აზერბაიჯანმა სომხეთს ევროკავშირის შუამდგომლობით 10 სამხედრო ტყვე გადასცა
19/12/2021 10:33:28 კავკასია
აზერბაიჯანმა სომხეთს ევროკავშირის შუამდგომლობით კიდევ 10 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო გადასცა. ამის შესახებ ბაქოს სახელმწიფო თავდაცვის სამსახური იუწყება.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ევროკავშირის შუამდგომლობით დაკავებულების გადაცემა „ჰუმანიზმის პრინციპების ერთგულების გამოხატულება იყო.“
უწყების ინფორმაციით, სამხედროები მას შემდეგ დააკავეს, რაც 16 ნოემბერს მოსაზღვრე კალაბაჯარის რეგიონში მხარეებს შორის შეტაკება მოხდა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართული სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესწრებოდნენ.