Accentnews.ge
ჩავუშოღლუ: "3+3"–ის მომდევნო სხდომა ანკარაში ჩატარდება და მასში საქართველოს მონაწილეობას ველით"

ჩავუშოღლუ: "3+3"–ის მომდევნო სხდომა ანკარაში ჩატარდება და მასში საქართველოს მონაწილეობას ველით"

20/12/2021 06:21:05 პოლიტიკა

3+3 მომდევნო სხდომა ანკარაში იგეგმება, ხოლო თურქეთს იმედი აქვს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს,– ამის შესახებ აზერბაიჯანული და რუსული სააგენტოების ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს 19 დეკემბერს ისლამაბადში განუცხადა, სადაც „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ ავღანეთში შექმნილ ვითარებას.

ჩავუშოღლუს თქმით, პლატფორმის 3+3 პირველ შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში გაიმართა, საქართველო არ მონაწილეობდა, მაგრამ მომდევნო სხდომა ანკარაში ჩატარდება და მასში საქართველოს მონაწილეობას ელიან.

რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელსაც ბევრი ექსპერტი რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს, გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერებმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს შედგა. მასზე საქარველო არ იყო წარმოდგენილი, თუმცა გამოფინეს საქართველოს დროშა, რასაც ოფიციალურმა თბილისმა მიუღებელი უწოდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ფორმატთან მიმართებაში.

კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.

იხილეთ ასევე: „3+3“–ის ნაცვლად „3+2“: პროვოკაციები პირველივე შეხვედრაზე, რა იქნება შემდეგ?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S