Accentnews.ge
დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

20/12/2021 06:56:44 კავკასია

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S