Accentnews.ge
მოსკოვი თურქეთში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - დუდაევის ძეგლის დადგმას აპროტესტებს

მოსკოვი თურქეთში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - დუდაევის ძეგლის დადგმას აპროტესტებს

20/12/2021 07:40:58 კავკასია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის - ჯოჰარ დუდაევის ძეგლის დადგმას აპროტესტებს.

"ყველასათვის ცნობილია ჩვენი პრინციპული პოზიცია ექსტრემისტების, ტერორისტებისა და ბოევიკებისთვის ყველა სახის ძეგლისა თუ მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრიფინგზე საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მოსკოვმა რეაგირება საკმაოდ გვიან მოახდინა: დუდაევის ძეგლი თურქულ ქალაქ კიორფეზში, მისივე სახელობის პარკში ჯერ კიდევ 10 დეკემბერს გაიხსნა. იქვე არსებობს დუდაევის სახელობის მთელი მიკრორაიონი, რომელსაც მისი სახელი ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მიენიჭა. იქ სადღეისოდ რამდენიმე ასეული ჩეჩენი ლტოლვილი სახლობს.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის სახელს არაერთი მიკრორაიონი, პარკი, მეჩეთი ატარებს, მათ შორის - სტამბოლშიც. მაგრამ ძეგლის დადგმა პირველმა კიორფეზის მერმა - პრეზიდენტ ერდოღანის თანაპარტიელმა შენერ სეგიუთმა გადაწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S