
მიტროპოლიტი ეპიფანე: "რუსეთი ქართულ ეკლესიას აშანტაჟებს"
20/12/2021 09:19:14 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთი ქართულ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებაში ხელს უშლის, - განაცხადა, უკრაინის ტელევიზიის "მე-5 არხის" ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
"სადღეისოდ არსებობს არაერთი ეკლესია, რომლებთან მიმართებაშიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებას ელის. რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, იქ არსებობს გავლენა, რუსული ფაქტორი, კერძოდ, რუსეთის ფედერაცია ქართულ ეკლესიას ოკუპირებული ტერიტორიებით აშანტაჟებს. მიდის ერთგვარი რყევა" - აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
ცნობისთვის: 2021 წლის ივნისში თბილისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს უკრაინის მართლმადიებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართა.
მანამდე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ "ვინც უკრაინის ეკლესიას არ აღიარებს, უარს ამბობს რეალობის აღიარებაზე".