Accentnews.ge
ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი: „აშშ ერთდროულად იარაღს გვიშვერს და მოლაპარაკებებზე გვიწვევს“

ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი: „აშშ ერთდროულად იარაღს გვიშვერს და მოლაპარაკებებზე გვიწვევს“

17/05/2019 12:44:31 სხვა, მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე რასოულ სანაი–რადი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებს.

„აშშ–ის ლიდერების ქმედებები მიმართულია ირანზე ზეწოლის გაზრდასა და სანქციების გამკაცრებაზე. ამ ფონზე გვეუბნებიან, რომ თეირანთან პრობლემის გადაჭრა დიალოგის გზით სურთ. ეს იგივეა რაც, ადამიანს ერთდროულად მიუშვირო იარაღი და სთხოვო მეგობრობა და მოლაპარაკებების წარმოება. ვაშინგტონის ქმედება პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რათა მსოფლიოს თვალში მშვიდობიანი აქტორის იმიჯი შეინარჩუნოს“, – აცხადებს, ირანული მედიის ცნობით, სანაი–რადი. 

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.

გარდა ამისა 15  მაისს აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია. იმავე დღეს გერმანიამ და ჰოლანდიამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S