
SpaceX-მა კოსმოსში თურქული თანამგზავრი წარმატებით გაუშვა
20/12/2021 12:02:27 ეს საინტერესოა
კომპანია SpaceX-მა თურქული საკომუნიკაციო თანამგზავრი "თურქსატ 5-ბე" კოსმოსში წარმატებით გაუშვა.
ახალი თანამგზავრი ოპერირებას 35 წლის განმავლობაში შეძლებს.
ამ დროის განმავლობაში ის საკომუნიკაციო და კომერციულ, მათ შორის საზღვაო და საავიაციო სექტორებს სერვისს გაუწევს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ აფრიკის, აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
თურქეთის პრეზიდენტმა SpaceX-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო თანამგზავრის გაშვებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.