
ტრანსკავკასიური მაგისტრალი დაკეტილია
20/12/2021 15:53:11 რეგიონები
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, 20 დეკემბერს დილით გაურკვეველი დროით დაიკეტა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის ფედერაციის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური მაგისტრალი.
გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია,– ამის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს.