
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
17/05/2019 12:57:33 სხვა, საზოგადოება
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.
სტიქია თბილისის დროით 16:34 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი წალკასთან იყო.
ცნობისთვის: წალკასთან მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 15:08 საათზეც მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება