მედია: ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერა

22-12-2021 09:54:03 მსოფლიო

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო, ნატო–მ სწრაფი რეაგირების ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt წერს ნატო–ში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ალიანსის წევრი სახელმწიფოების 40 000 სამხედროს აერთიანებს.

Die Welt წერს, რომ სწრაფი რეაგირების ძალების სტრუქტურაში შემავალი მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი კრიზისულ რაიონში განლაგებისთვის მზად უნდა იყოს ხუთი და არა მანამდე განსაზღვრული შვიდი დღის განმავლობაში. გაზრდილ მზადყოფნაში არიან ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალების სხვა ქვედანაყოფებიც, მათ შორის სპეციალური დანიშნულების და სამხედრო ლოგისტიკის ძალები.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გასულ კვირაში მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები