
შსს: "დეკემბერში 5 კგ. ჰეროინი და 2 კგ. კოკაინი ამოვიღეთ"
22/12/2021 07:27:39 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ თვეში, მხოლოდ დეკემბერში ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი დააკავეს. ჯამში ამოღებულია 5 კგ ჰერონი და 2 კგ კოკაინი. ამ საკითხზე ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა.
დაკავებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 2000 წელს დაბადებული პირია.
"მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.