Accentnews.ge
"შსს–მ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დააკავა"

"შსს–მ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დააკავა"

22/12/2021 09:06:21 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის 2021 წლის შედეგებიც შეაჯამეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ: მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები“,– განაცხადა ჭელიძემ.

როგორც შსს–ს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. კერძოდ, მისი თქმით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ:

„ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვრად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა. საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S