Accentnews.ge
Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

22/12/2021 11:22:11 სამართალი

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. კერძოდ, გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვის და გიორგი ელისბარაშვილს 5000-5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

პროკურატურის განცხადებით, 23 წლის ალიკა ალაზოვი, 29 წლის გიორგი ელიზბარაშვილი და 29 წლის გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს თბილისი პრაიდის კუთვნილი ინვენტარი.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად);

156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით);

და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S