Accentnews.ge
რუსი ჩინოსანი მუსლიმ შიშანის - მურად მარგოშვილის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

რუსი ჩინოსანი მუსლიმ შიშანის - მურად მარგოშვილის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

22/12/2021 15:08:08 სამართალი

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის სირიული დარეგულირების საკითხებში ალექსანდრე ლავრენტიევის მტკიცებით, რუსული სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად საველე მეთაური მუსლიმ შიშანი - იგივე მურად მარგოშვილი დაიღუპა.

«ამასწინათ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა დაჯგუფება "ჯუნუდ აშ-შამის" ერთ-ერთი ლიდერის - აშ-შიშანი მარგოშვილის ლიკვიდაცია მოახერხეს" - ციტირებს ლავრენტიევს "РИА Новости".

ეს ჯერ-ჯერობით ერთადერთი წყაროა. დამოუკიდებელი წყაროები შიშანის დაღუპვას არ ადასტურებენ, - იუწყება Кавказ.Реалии.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავიადარტყმის განხორციელების შედეგად სირიაში მარგოშვილის მეუღლე და შვილები დაიჭრნენ. თავად შიშანი მაშინ გადარჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S