
ვარკეთილში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
22/12/2021 16:44:33 სამართალი
თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ფეხმძიმე ქალი. დანაშაულში ბრალდებული მისი მეუღლეა. მამაკაცი დაკავებულია.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს.