Accentnews.ge
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სხდომას იგი არ ესწრება

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სხდომას იგი არ ესწრება

23/12/2021 07:48:59 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გორის ჰოსპიტლიდან გამოგზავნილ განცხადებაში სააკაშვილი აცხადებს, რომ პროცესს ​ავადმყოფობის და სისუსტის გამო ვერ დაესწრება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ექნება. ადვოკატები სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ.

ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S