Accentnews.ge
ნათესავების გატაცების შესახებ კიდევ ერთმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა განაცხადა

ნათესავების გატაცების შესახებ კიდევ ერთმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა განაცხადა

23/12/2021 11:12:57 კავკასია

გერმანიაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა მინქაილ მალიზაევმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც აცხადებს, რომ მისი ჩეჩნეთში დარჩენილი ნათესავები გატაცებულები არიან და ტყვეობაში წამებასა და სექსუალურ ძალადობას განიცდიან.

"ორი დღის წინ ყველა ჩემი ნათესავი აიყვანეს – როგორცდედის, ისე მამის ხაზით, ქალებიც და მამაკაცებიც. მათ ამ დრომდე აწამებენ, ცემენ, სექსუალურად ძალადობენ, ამცირებენ. ვინმე ხასანმა რამდენიმე ფოტო გამომიგზავნა გაშიშვლებული ნათესავი ქალების. სად ჰყავთ ისინი - არავინ იცის", – ყვება ბლოგერი და მედიასა და უფლებადამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მისი ვიდეომიმართვა ტელეგრამ-არხმა "Осторожно, новости" გაავრცელა.

ცნობისთვის: ორიოდ დღით ადრე ჩეჩნეთში დარჩენილი მისი 6 ნათესავის ანალოგიური გატაცების შესახებ ოპოზიციონერმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა განაცხადა. ორივე შემთხვევაში ბლოგერებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის ხელისუფლების კრიტიკის შეწყვეტას სთხვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S