
სომხეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა უახლოეს ხანებში აღდგება
23/12/2021 12:51:23 კავკასია
2,5-წლიანი წყვეტის შემდეგ სომხეთი და თურქეთი უახლოეს დღეებში ერთმანეთის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენენ. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაოლუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ფრენებს ავიაკომპანია Pegasus Airlines შეასრულებს, რომელიც ამჟამად მოსამზადებელ სამუშაოებს ამთავრებს.
გასულ კვირას თურქეთის მთავარმა დიპლომატმა მევლუთ ჩავუშოლუმ განაცხადა, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა განახლდებოდა.
«სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მოძმე აზერბაიჯანთან შეთანხმებით ვიღებთ» - დასძინა მან.