Accentnews.ge
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა 

17/05/2019 13:11:36 სხვა, მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა,– ამის შესახებ კლიმკინი საკუთარ ვიდეო–მიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად ქვერდზე გამოქვეყნდა. 

რგოორც უკრაინელი დიპლომატი აცხადებს, ოფიციალურ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 20 მაისს გადაუგზავნის. 

„როგორც დაგპირდით, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. რადას და პრეზიდენტს განცხადებას ინაუგურაციის დღეს გავუგზავნი. ვფიქრობ, ასეა სწორი. სწორი ადამიანურად, ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რადგან ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ეს გვჭირდება“, – აღნიშნა კლიმკინმა და დასძინა, რომ ის "უმაღლესი რადის" არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ცნობისთვის: კლიმკინი აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S