
ეკონომიკის მინისტრი აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს სექტემბერში გამართავს
21/08/2019 13:00:52 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს სექტემბერში გამართავს.
„სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ გვექნება შეხვედრა ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.