Accentnews.ge
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტს ეხმიანება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტს ეხმიანება

27/12/2021 08:45:03 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, რომლის საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან. ამ საკითხზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ინსტიტუციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ - "ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაუკავშირა:

"ინსპექტორი სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს ეს გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასდროს დაადგენს სიმართლეს. ეს არის რეალურად ამ რეფორმის მიზანი".

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო მმართველ გუნდსა და პარლამენტს აკრიტიკებს. მისი თქმით, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ თქვა, "უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S