
კადიროვი მზადაა, "უკრაინის რუსეთთან ან ჩეჩნეთთან მიერთების საკითხი გადაჭრას"
27/12/2021 10:29:01 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი მზადყოფნას გამოთქვამს, "უკრაინის რუსეთის ფედერაციასთან ან ჩეჩნეთთან მიერთების საკითხი გადაჭრას".
ამის შესახებ მან, რუსული მედიის ცნობით, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინა ჩვენს ქვეყანას უნდა შეუერთდეს, ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩემთვის რომ ამ საკითხის გადაჭრა დაევალებინათ, დიდი ხნის გადაჭრილი მექნებოდა. ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას მივუერთებდი უკრაინას, ან დიდი ხნის აღებული მექნებოდა [უკრაინა - რედ.], იქვე გადავჭრიდი საკითხს" - განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ ამაში "სახელმწიფო შეთანხმებები უშლიან ხელს".