
ცხინვალი დაკავებულ ქართველებს "კონტრაბანდაში" ადანაშაულებს
27/12/2021 10:47:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ორ დაკავებულ ქართველს "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასა" და "სიგარეტის კონტრაბანდაში" ადანაშაულებს.
როგორც დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ჯერ კიდევ 24 დეკემბერს ოსურმა სასამართლომ მათ 2-თვიანი წინასწარი პატმრობა შეუფარდა.
საუბარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მკვიდრ ზაზა მეგრელიშვილსა და თამაზ გოგიჩაშვილზე, რომლებიც ოკუპანტებმა თურმე, ჯერ კიდევ 15 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ეს ფაქტი საქართველოს უშიშროების სამსახურმა, ოსური მხარის მსგავსად, მხოლოდ დღეს განასაჯაროვა.