Accentnews.ge
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა

27/12/2021 11:08:52 სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა – აკო ჭელიძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.

ჭელიძე აღიარებს, რომ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭროლობები თავად მიაყენა, ჯგუფურ დანაშაულს თუმცა უარყოფს და ირწმუნება, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.

მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე პირის, გიორგი კავილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

"სასამართლო განხილვის დროს ჩვენ დავადასტურებთ, რომ მათ მიერ ჩადენილია მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, მათ მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა", - განაცხადა პროკურორმა.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S