Accentnews.ge
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი – სახელმწიფო ინსპექტორზე: "მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გამოიხმოს ინიციატივა"

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი – სახელმწიფო ინსპექტორზე: "მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გამოიხმოს ინიციატივა"

27/12/2021 11:18:41 პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და პარლამენტს მოუწოდებს, უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა.

"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა", - ნათქვამია გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს წარედგინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S