ლავროვი: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები სადღესასწაულო დღეების დასრულებისთანავე დაიწყება
27/12/2021 12:04:10 პოლიტიკა
რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტირების საკითხებზე საშობაო-საახალწლო დღეების დასრულებისთანავე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩაებმება უწყებათაშორისი რუსული დელეგაცია სამხედროების ჩათვლით.
"მთავარი ისაა, რაც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა - რომ არ იყოს ჩვეული ლაყბობა, რომ ჩვენი წინადადებები ისევ არ ჩაკარგონ დაუსრულებელ დისკუსიებში, რითაც დასავლეთმა უკვე ფართოდ გაითქვა სახელი", - განაცხადა ლავროვმა YouTube-არხ "Соловьев-лайф"-ის ეთერში.
26 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა წინადადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 12 იანვარს გაიმართოს. კრემლს ჯერ–ჯერობით არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას.


