ომბუდსმენი – ინსპექტორზე: "კანონპროექტი უკიდურესად შემაშფოთებელია და მომზადებულია გაუმჭვირვალედ"
27/12/2021 14:38:39 პოლიტიკა
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების კანონპროექტი "უკიდურესად შემაშფოთებელია".
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას.
ლომჯარიამ პარლამენტს მოუწოდა, რომ კანონპროექტის მიღება შეაჩერონ:
"საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან ადამიანის უფლებასთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას".
ომბუდსმენი მიმართავს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლბლობები და მიმართოს როგორც პარლამენტს, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს
იხილეთ ასევე: ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს


