
ბრეგაძემ რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა არ გამორიცხა
28/12/2021 09:29:03 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოთავსდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი ისევ განაახლებს შიმშილობას, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
"თუ შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით ვრცელდება", – განაცხადა მინისტრმა.