"პატიმრის გადაყვანა ადვოკატებთან არ თანხმდება"
28/12/2021 09:46:11 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შეთანხმება ადვოკატებთან არ ხდება.
„როცა ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო, გაწერილი პროცედურა … ეს არ არის საჭირო და ისე ნუ წარმოადგენთ, რომ ეს იყო საჭირო და პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია“, –მიმართა ჟურნალისტებს რატი ბრეგაძემ 28 დეკემბერს გამართულ ბფირინგზე.
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს საღამოს საათებში მისთვის უცნობმა პირებმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა.
როგორც იუსტიციის მინიტრი აცხადებს, "ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა მკურნალობა დასრულებულია".


