Accentnews.ge
ფაშინიანის განცხადებებმა ყარაბაღელი დეპუტატები აღაშფოთა

ფაშინიანის განცხადებებმა ყარაბაღელი დეპუტატები აღაშფოთა

28/12/2021 10:56:37 კავკასია

ყარაბაღელი "დეპუტატები" აღშფოთებულები არიან და დაუშვებლად მიიჩნევენ "ნებისმიერ განცხადებას, რომელიც არცახის [თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის - რედ.] სუბიექტობასა და სომხურ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს".

«მხოლოდ არცახის მოქალაქეების მიერ არჩევნების გზით ფორმირებულ კანონიერ სახელისუფლებო ორგანოებს გააჩნიათ უფლება, არცახის რესპუბლიკის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები განსაზღვრონ», – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თვითგამოცხადებული ყარაბაღის პარლამენტმა ერთხმად მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გასული კვირის ბოლოს გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ.

ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბოლო პრეს-კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებები მათ "საზიანოდ და სახიფათოდ" შეაფასეს.

როგორც ყარაბაღელი დეპუტატები აღნიშნავენ, "ის ფაქტი, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი არასოდეს იგნორირდებოდა შუამავლების მიერ ადრე წარმოდგენილ წინადადებებში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განმარტებებით დასტურდება".

ცნობისთვის: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი მოლაპარაკებების პროცესში არასოდეს განხილულა სომხურ ერთეულად. როგორც ფაშინიანმა 2016 წლის შეთავაზებების დეტალურად კომენტირებისას აღნიშნა, "მთიანი ყარაბაღის დროებითი სტატუსის დაზუსტების საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის უნდა გადაცემულიყო და ამ შემთხვევაში ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარება გარდაუვალი იქნებოდა". "2018 წელს ვითარება ანალოგიური იყო: არცახი ვერ იქნებოდა სრულად სომხური. ამ მოლაპარაკებებიდან ცხადი გახდა, რომ არცახს, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს, როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მოსახლეობა გააჩნდა. იქნებოდა მთიან ყარაბაღში საკანონმდებლო ხელისუფლება? დიახ, იქნებოდა, მაგრამ ის არ იქნებოდა სრულად სომხური - მასში იქნებოდა როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული ქვოტები» - აღნიშნა მან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებებმა ფართო რეზონანსი ჰპოვა მთიან ყარაბაღში. Facebook-ში პირად გვერდზე მათ ყარაბაღის ლიდერი არაიკ არუთუნიანიც გამოეხმაურა. მან ოდნავ უფრო რბილი ფორმულირებები გამოიყენა, ვიდრე ყარაბაღის საკანონებლო ორგანომ.

«მხოლოდ არცახის რესპუბლიკის ხელისუფლებას შეუძლია არცახის ხალხის სახელით საუბარი. არცახელი სომხების თვითგამორკვევის უფლების სრულფასოვანი აღიარება დათმობებსა და დათქმებს არ ექვემდებარება», – წერს არუთუნიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S