Accentnews.ge
თოლორაია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: "მე სამშობიაროდან კანონს ვწერდი, თქვენ გამბედაობა არ გეყოთ, გეთქვათ, გვაუქმებდით"

თოლორაია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: "მე სამშობიაროდან კანონს ვწერდი, თქვენ გამბედაობა არ გეყოთ, გეთქვათ, გვაუქმებდით"

28/12/2021 10:50:05 პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, რომელსაც დეკრეტული შვებულებიდან მოუწია დაბრუნება, მისი უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის წევრების სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება ისეთი პრეცედენტი, რომ გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელსაც ეს ეხებოდა. მე მაინტერესებს, ამხელა რეფორმაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს. ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ პატივისცემას არის მოწყვეტილი", - მიმართა თოლორაიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მან გაიხსენა, რომ პარლამენტს აცნობა, რომ შეიმუშავა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო წინადადება, რაზეც საკანონმდებლო უწყებიდან აცნობეს, რომ "დატვირთულები იყვნენ".

"თურმე ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, არამედ მთელ უწყებას აუქმებს. ეს დამოკიდებულება პირადად მე ან სახელმწიფო ინპსექტორმა რითი დავიმსახურეთ, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ?! მე თურმე აგერ წინადადებაზე ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხოდ წერთ გაუქმებაზე - მინიმუმ, იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა: ლონდა, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, თავს ნუ აკლავო და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა მინიმუმ. [...] მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამ პროცესში მონაწილეობას. ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, რომ ინსპექტორს არ მიეცა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ამავე თემაზე: ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S