
ჟინვალთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
29/12/2021 13:17:15 სამართალი
ჟინვალთან ავტოსაგზაო შემტხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი აადმაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.