Accentnews.ge
ოკუპანტებმა გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

29/12/2021 16:04:00 კონფლიქტები

ოკუპანტებმა სოფელ გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S