Accentnews.ge
"დაისჯებიან, თუმცა ეს ვერ მოხდება ძალადობრივი ჩარევით“– ლილუაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელებზე საუბრობს

"დაისჯებიან, თუმცა ეს ვერ მოხდება ძალადობრივი ჩარევით“– ლილუაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელებზე საუბრობს

29/12/2021 20:11:54 კონფლიქტები, სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულთა წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება გამორიცხა. ამის შესახებ მას „რუსთავ 2“–ის ეთერში ჰკითხეს.

"ეს პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან, თუმცა ეს ვერ მოხდება ძალადობრივი ჩარევით, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმ რამდენიმე ათას ჩვენ მოქალაქეზე, რომლებიც დღეს იმ ტერიტორიებზე [ოკუპირებულ] ცხოვრობენ, ეს არ გაართულებს მათ მდგომარეობას?" - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს გატაცებულ მოქალაქეებს, ლილუაშვილის თქმით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება:

"დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, ერთი პიროვნება ბებუა რჩება სოხუმში, ხოლო 5 ცხინვალის ციხეში იმყოფება. სამსახური ბოლომდეა ჩართული პროცესში, რომელიც როგორც წესი და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება დადებითი შედეგით. ეს მიზერია იმასთან შედარებით, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი არაა უკანონოდ დაკავებულთა მხოლოდ მშვიდობით გამოხსნა, ჩვენი მიზანია ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S