Accentnews.ge
ომბუდსმენის წარმომადგენელი – სააკაშვილზე: „დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპზე არ გავახმაურებთ“

ომბუდსმენის წარმომადგენელი – სააკაშვილზე: „დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპზე არ გავახმაურებთ“

29/12/2021 20:25:23 სამართალი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულებისა და ექიმ-ნევროლოგთან და ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტისთვის ახალი დიაგნოზი აქვთ დასმული.

„როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად პაციენტი ამბობს, არის რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის, ნევროლოგთან, თუმცა მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ მკურნალობა ამ მომენტისთვის არის დადებითი. სამწუხაროდ, დღეს არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის მერე ფორმა 100-ის გაცნობა შეუძლებელი გახდა. ამის გათვალსიწინებით, მნიშვნელოვანი იყო გუშინ ჩემთან მყოფი ნევროლოგი შესულიყო, რაც არ მოხერხდა“, — განაცხადა ბრაჭველმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმს მიეცეს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა, რის ორგანიზებასაც ომბუდსმენის აპარატი უახლოეს დღეებშიც შეეცდება.

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ამ დროისთვის ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ხოლო ახალი მკურნალი ექიმი დანიშნული არ არის და სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა 27 დეკემბერის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პალატაში ფანჯრის დაბურვასთან დაკავშირებით:

“მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, რომ 27-ში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ მასთან შევიდა 6 პირი, რომელთაც ჯერ სცადეს საათის წართმევა და ასევე, მოხდა ფანჯრის დაგმანვა, თუმცა მოგვიანებით პატარა სარკმელი ამოიჭრა, რომელიც მცირედით იღება და ჩემეთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ შეუძლება იქ შევიდეს”.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს, ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უარყო, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას ცდილობდნენ. ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მინისტრი ცრუობს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ჰოსპიტლის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S