
ლილუაშვილი – სავარაუდოდ, სუს–იდან გაჟონილ ფაილებზე: "დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ტელევიზიებმა შტურმი მოაწვყეს ჩვენს სამსახურზე"
29/12/2021 20:42:02 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საარაუდოდ სუს-იდან გაჟონილ ფაილებს დაგეგმილ „პროვოკაციას“ უწოდებს, ხოლო მედიას "შტურმში“ ადანაშაულებს.
"არ მინდა, წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში - აჟიტირებული მედია საშუალებები, გადაინაწილეს იქ არსებული შინაარსობრივი მიმართულებები და ამ ტელევიზიებმა პირდაპირი შტურმი მოაწვყეს ჩვენი სამსახურის მისამართით. მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება ჩვენს სამსახურს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ჩვენს სამსახურსა და დიპლომატებს შორის, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს", - განაცხადა ლილუაშვილმა „რუსთავი 2“–ის ეთერში.
სუს–ის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მისი უწება მიყურადებას კანონის ფარგლებში ახორციელებს:
„გინახავთ სადმე სპეცსამსახური ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, რომელიც არ აწარმოებს ფარულ მიყურადებას? თუმცა ეს უნდა ხდებოდეს კანონიერ საფუძველზე და იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს".
შეგახსენებ რომ სექტემბერში ინტერნეტში გავრცელდა სავარაუსო ფარული მიყურადების ამსახველი ასობით ფაილი. ავთენტურობს დადასტურების შემთხვევაში ქვეყანაში ტოტალური მიყურადება დადასტურდება. ჩანაწერები, რომლებიც 2013-2021 წლებით თარიღდება, მოიცავს პირად ინფორმაციებს სასულიერო პირებზე, დიპლომატებზე, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე და ა.შ. ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს.
პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.