
ასპინძაში მკვლელობა მოხდა
30/12/2021 06:17:45 სამართალი
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).