
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრული ეკიპაჟის ორი თანამშრომელი დაშავდა
30/12/2021 09:16:20 სამართალი
ქობულეთში მიკროავტობუსისა და საპატრულო პოლიციის მანქანის შეჯახების შედეგად საპატრული ეკიპაჟის ორი თანამშრომელი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ციხისძირში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
პოლიციელები ჰოსპიტალიზებულები არიან. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობოსას წესების დარღვევას გულისხმობს.