Accentnews.ge
თბილისის მეტროპოლიტენს რუსული კომპანია გაარემონტებს

თბილისის მეტროპოლიტენს რუსული კომპანია გაარემონტებს

30/12/2021 10:37:42 პოლიტიკა, ეკონომიკა

თბილისს მეტროპოლიტენისთვის 44 ვაგონს EBRD-ს ტენდერში ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია "მეტროვაგონმაში" მოაწვდის. ამის შესახებ ТАСС-ის მიერ თბილისის მერიიდან მიღებულ საპასუხო ინფორმაციაშია ნათქვამი.

«ევროპის რეკონსტრუქციია სა და განვითარების ბანკი (EBRD) სტანდარტული შესყიდვის გზით თბილისის მუნიციპალური მომსახურებისთვის 44 ვაგონის შესყიდვას გეგმავს. პრეტენდენტების დოკუმენტაციისა და ფასთანალიზის საფუძველზე ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სააქციო საზოგადოება «მეტროვაგონმაში». 44 ვაგონის შესყიდვის ფასი €49,19 მლნ-ით განისაზღვრება», – ნათქვამია, ТАСС-ის ცნობით, ინფორმაციაში.

გარდა ამისა, 2022 წელს თბილისის მერია EBRD-ს მხარდაჭერით მეტროს 10-მდე სადგურის, მათ შორის "ვარკეთილის" გარემონტებას გეგმავს, სადაც 2018 წლის იანვარში ჭერის ნგრევის შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის 1 თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ახალი სააბონენტო სისტემა ინერგება. ამასთან, ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება ორმაგდება: 50 თეთრის ნაცვლად - 1 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S