"საქართველოს საზღვრის დეელიმიტაცია": ოსური "პარლამენტის" სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა

30-12-2021 16:09:24 კონფლიქტები

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღო ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო "პარლამენტის" სესიაში, რომელზეც მწვავე დებატები გაიმართა.

"დეპუტატებმა" სხდომაზე კვლავ დააყენეს "საქართველოსთან საზღვრის" საკითხი.

ოპოზიცია წინა პერიოდშიც ადანაშაულებდა ბიბილოვს იმაში, რომ 2019 წელს "კინაღამ აჩუქა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 200 კვ. კმ-ზე მეტი მიწა". ოპოზიცია ასევე არ ეთანხმება ბიბილოვის ამასწინანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ "1922 წლის დეკრეტის თანახმად, სოფლები გუჯაბარი, არცევი, ორჭოსანი [გუჯაბაური, არცევი, ორჭოსანი - რედ.] შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდეს».

დღევანდელ სესიაზე ბიბილოვმა იგივე გაიმეორა, რის შემდეგაც "პარლამენტში" ვითარება დაიძაბა. საქმეში "სახელმწიფო დაცვის სამსახურის" თანამშრომლების ჩართვა გახდა საჭირო.

Новости

Другие новости