საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

30-12-2021 17:58:51 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. სოფელ გრემისხევის მცხოვრებლები ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-მა გრემისხევის მცხოვრებლების დაკავების შესახებ პირველი ცნობა 29 დეკემბერს გაავრცელა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. გათავისუფლებულ მოქალაქეებს პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ოჯახებში დააბრუნებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები