
ატენის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია – ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება
22/08/2019 12:35:12 სხვა, რეგიონები
გორის რაიონში ძლიერი ხანძარია. ატენის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ საყავრესთან ბალახი და ტყის ქვედა საფარი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათივე ცნობით, ადგილისკენ მიემართებიან დამატებითი ჯგუფებიც. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება.