Accentnews.ge
ბექა ვარდოსანიძე სავარაუდოდ დააკავეს

ბექა ვარდოსანიძე სავარაუდოდ დააკავეს

31/12/2021 19:23:48 სამართალი

ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული აქტივისტის ბექა ვარდოსანიძის დაკავების შესახებ იუწყებიან.

თავდაპირველად გაავრცელა ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარემ ზვიად ტომარაძემ.

„დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება)“, - წერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ტომარაძე.

ზვიად ტომარაძის ინფორმაციით, ვარდოსანიძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა) დარღვევას, რაც იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

„24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, სადაც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა. გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა „ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია სახელდება“, - განაცხადა კოალიციამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S