Accentnews.ge
რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

03/01/2022 07:20:41 სამართალი

რუსთავში, ქარხანა "რუსელოისში" კაცი გარდაიცვალა.​ შემთხვევა 2 იანვარს მოხდა.

44 წლამდე კაცი სილიკონ-მარგანეცის ქარხანის თანამშრომელი იყო. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა.

რეზერვუარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა დაახლოებით 1 საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S