
ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
03/01/2022 12:27:15 სამართალი
ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ტრაილერისა და მსუბუქ ავტომანქანების შეჯახების შედეგად 4 პირია დაშავებული.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.