დე ფაქტო შსს: "ცხინვალთან, ავტომობილში ორი ცხედარი იპოვეს"

03-01-2022 20:55:50 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქალაქ ცხინვალიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარე სოფელ ნოგყაუში, ავტომანქანაში ორი ცხედარი იპოვეს".

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ნოგყაუში, ავტომანქანაში ორი ცხედარი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ძალადობრივი კვალი ცხედრებს არ აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი შეისწავლეს და გარდაცვლილები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. ისინი ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთში მცხოვრები 40 და 35 წლის კაცები აღმოჩნდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, "ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება შემთხვევის გარემოებების დასადგენად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები