
ლიეტუვას სახელმწიფოს პირველი მეთაური კომპანია "ამაზონის" მფლობელს მიმართავს
22/08/2019 16:42:03 სხვა, თავდაცვა
ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიეტუვას სახელმწიფოს პირველი მეთაური, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქტიურად აგრძელებს ქვეყნისა და საზოგადოების თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამჯერად, მან სოციალურ ქსელში ღია წერილით კომპანია "ამაზონის" მფლობელს, ჯეფ ბეზოს მიმართა. ვიტაუტას ლანდსბერგისი ამერიკული კომპანიის მფლობელს ურჩევს საბჭოთა სიმბოლიკებით გაწყობილი მაისურებისა და სხვა ნივთების ყიდვა-გაყიდვა შეწყვიტოს, რაც საბოლოო ჯამში საბჭოეთის, როგორც ბოროტების იმპერიის წარსულის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ლანდსბერგისი მარტივ კითხვას სვამს: #whynotSwastika
- ძვირფასო ბატონო ბეზოს, თქვენი კომპანია Amazon ყიდის სამომხმარებლო საქონელს ჰიტლერის გერმანიასთან ომის დანაშულში და გენოციდში დაკავშირებული საბჭოთა კავშირის კომუნისტური ტირანიის სიმბოლოებით. კერძოდ, ეს არის "ნამგალი და ურო", რომელიც გამოსახულია ბალიშებზე, ბავშვების მაისურებზე და სხვ. ვფიქრობ, რომ შეიძლება თქვენ პირადად არ იცოდეთ ამგვარი საქონლის არსებობის შესახებ, ამიტომ გთხოვთ, ყურდღება მიაქციოთ ჩემს მიმართვას და მიიღოთ ზომები. 23 აგვისტო არის დღე, როდესაც 80 წლის წინ, 1939 წელს დაიწყო სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომი და ეს მოხდა სტალინსა და ჰიტლერს შორის დადებული დანაშულებრივი ხელშეკრულების გამო. ამიტომ, ეს დღეს ყველაზე შესაფერისი მომენტი იქნებოდა ასეთი ირიბი „განათლების“ შესაჩერებლად. ვიდრე სისასტიკე სულ უფრო მეტია ჩვენს პლანეტაზე, არავინ უნდა დარჩეს გულგრილი ბოროტების სიმბოლოების გართობის მიზნით გამოყენების მიმართაც კი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ვიტაუტას ლანდსბერგისი სახელმწიფოს პირველი მეთაური 1990 წელს, ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ლიეტუვას რესპუბლიკა. წყარო:infoarmy.ge