Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "შერმანმა ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "შერმანმა ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა"

05/01/2022 17:00:56 პოლიტიკა

აშშ–მა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. შერმანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ გააგრძელებს მოუწოდოს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციაზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ერების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ასევე რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობას. მათ ასევე განიხილეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი", – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

თავის მხრივ, ქართველი და ამერიკელი დიპლომატების საუბრის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S